ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარების მფლობელები ტრამპს უსამართლო კონკურენციის გამო უჩივიან


ტრამპის სასტუმრო, ვაშინგტონი

ტრამპის სასტუმრო, ვაშინგტონი

რამდენიმე დემოკრატი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც ბარის მფლობელი გახდა, პრეზიდენტ ტრამპს იმის გამო უჩივის, რომ მისი ახალი სასტუმრო, „ტრამპ ინტერნეშენელ ოტელი“, მათი ღვინის ბარების ბიზნესს უსამართლოდ ვნებს.

ვაშინგტონის ღვინის ბარის მფლობელები, ხალიდ პიტსი და დაიან გროსი, ტრამპისგან ზარალის ფულად ანაზღაურებას არ ითხოვენ, მაგრამ სურთ, რომ ტრამპის სასტუმროს მუშაობა დაიბლოკოს, სანამ ტრამპი ან პრეზიდენტობიდან გადადგება, ან ამ სასტუმროდან თავის ინტერესს სრულად არ მოაცილებს.

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ტრამპის ახალმა სასტუმრომ, რომელიც სხვა უბანში, მათი ბარიდან დაახლოებით 2.4 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, მათი ბიზნესის დანაკარგები გამოიწვია, თუმცა სარჩელის დასაბუთებისთვის კონკრეტული მაგალითები ვერ მოჰყავთ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG