ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი ირანს ეწვევა


გაეროს ხელმძღვანელი თეირანში სამიტს დაესწრება

გაეროს განაცხადებით, თვის ბოლოს ბან კი მუნი ირანში მიუმხრობელ სახელმწიფოთა სამიტს დაესწრება მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს როგორც ამერიკა, ისე ისრაელი.

ალიანსში არ შემავალი ქვეყნების ჯგუფი 120 სახელმწიფოს მოიცავს. ჯგუფის ფორმირება კი 1961 წელს მოხდა. წევრები უარს ამბობენ რომელიმე ძლიერი ძალაუფლების მქონე ბლოკთან იყვნენ დაკავშირებული. მიუმხრობელთა სამიტს, სავარაუდოდ, რამდენიმე სახელმწიფო მეთაური, საგარეო უწყების ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG