ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

26 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ერაყში


26 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ბაღდადის ჩრდილოეთში საროქწინო ზეიმზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად.

ორმა თვითმკვლელმა თავი სოფელ ალ-ჰაჯაჯში აიფეთქა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა აქამდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მსგავსი აფეთქებები წარსულში არაერთხელ მოუწყვია დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს.”

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ქალაქი ტიკრიტი და ბაღდადის შემოგარენში მდებარე ტერიტორიები 2014 წელს დაიკავა, ერთ წელიწადში კი იქაურობაზე კონტროლი შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა ერაყის სამხედროებამ მოიპოვეს.

XS
SM
MD
LG