ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრიის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა


ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ მაისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სარჩელი სასამართლოში მემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ შეიტანა, რომლის კანდიდატიც ნორბერტ ჰოფერი არჩევნებში მცირედი სხვაობით დამარცხდა. პარტიამ ხმების დათვლის პროცესი გაასაჩივრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ავსტრიაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალ პრეზიდენტს ავსტრიელები, სავარაუდოდ, სექტემბერში ან ოქტომბერში აირჩევენ. „თავისუფლების პარტიის“ გამარჯვების შემთხვევაში, ავსტრია ევროპის კავშირის პირველი ქვეყანა იქნება, რომელსაც უკიდურესად მემარჯვენე მთავრობა ეყოლება.

მაისში არჩეული პრეზიდენტის, მწვანეთა პარტიის ალექსანდრე ვან დერ ბელენის ინაუგურაცია 8 ივლისს იყო დანიშნული. ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტი თანამდებობას ვადის შესაბამისად დატოვებს და პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით, სამი პარლამენტარი შეასრულებს, ერთ-ერთი მათგანი კი მემარჯვენე ნორბერტ ჰოფერია. 45 წლის ჰოფერმა ანტი-იმიგრანტული საარჩევნო კამპანია აწარმოა.

XS
SM
MD
LG