ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუნგ სან სუ ჩი დიდ ბრიტანეთში იმყოფება


ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ოქსფორდის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, აუნგ სან სუ ჩის, ოქსფორდის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ნობელის პრემიის ლაურიატი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

ქალბატონმა სან სუ ჩიმ საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტმა მას ბირმის სამხედრო მმართველობის დროს ხანგრძლივი პატიმრობისას ფასდაუდებელი სამსახური გაუწია. სწორედ ოქსფორდში გავითავისე ისეთი ღირებულებები, როგორიცაა „ცივილიზაციის მთავარ ფასეულობათა პატივისცემა“, განაცხადა მან. აუნგ სან სუ ჩიმ ბირმელ სტუდენტთა დღევანდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა ის გარემოება, რომ ახალგაზრდა თაობებს ცოდნის მიღების თავისუფლება ჯერ კიდევ შეზღუდული აქვთ.
XS
SM
MD
LG