ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუნგ სან სუ ჩი შვეიცარიის პარლამენტში გამოვიდა


ბირმის დემოკრატიის ლიდერს აუნგ სან სუ ჩის გულთბილი მიღება მოუწყვეს შვეიცარიის პარლამენტში. ნობელის პრემიის ლაურეატი აგრძელებს მოგზაურობას ევროპაში ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად.
ქალაქ ბერნში, შვეიცარიის პარლამენტის შენობასთან, „საერთაშორისო ამნისტიის“ წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ ადამიანის უფლებათა სახელოვან დამცველს.
კვირას აუნგ სან სუ ჩის 67 წელი უსრულდება, რომელსაც ის უკვე ნორვეგიაში აღნიშნავს, სადაც მას ჯერ კიდევ 1991 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს.
ბირმის ოპოზიციის ლიდერს სამხედრო რეჟიმის მიერ დღემდე აკრძალული ჰქონდა ოსლოში ჩასვლა.
XS
SM
MD
LG