ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმელი დისიდენტის ლექცია


ბირმელი დისიდენტის ლექცია
ბირმელი დისიდენტის ლექცია

ბირმელმა დემოკრატმა აუნგ სან სუ ჩიმ ბრიტანული მაუწყებლობით ღია ეთერში ლექცია გამართა. მან არაბული გაზაფხულის მოვლენები საკუთარ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს შეადარა. ბრიტანული მაუწყებლის „ბიბისის“ ცნობით, ეს იყო პირველი ლექცია, რომელიც ბირმაში საიდუმლოდ ჩაწერეს და ბრიტანეთში გადააგზავნეს, ხოლო შემდეგ კი ეთერში გაუშვეს. მეორე ლექციის გაშვება „ბიბისის“ ეთერით 5 ივლისს მოხდება. დღეს გადაცემული ლექციის თემა და სათაური იყო თავისუფლება. აუნგ სან სუ ჩის თქმით, არსებობს პარალელები ტუნისში დეკემბრის მოვლენებსა და 1988 წელს ბირმელი სტუდენტების მკველელობას შორის. ნობელის პრემიის ლაუარეატის განცხადებით, არაბული გაზაფხული ბირმელებისთვის ახალი შთაგონების წყარო უნდა გახდეს. მისი თქმით, ბირმელი ხალხი შურით შესცქერის ტუნისელებს და ეგვიპტელებს, რომლებმაც ცვლილებები ასე სწრაფად და მშვიდობიანად შეძლეს. მეორე ლექციის თემა აზრთა სხვადასხვაობა იქნება.

XS
SM
MD
LG