ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული უნივერსიტეტი ქაბულში მუშაობას დროებით წყვეტს


ამერიკული უნივერსიტეტი, ქაბული

ამერიკული უნივერსიტეტი, ქაბული

ავღანეთის ამერიკულმა უნივერსიტეტმა, რომელიც კერძო სასწავლო დაწესებულებაა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ფაკულტეტის ორი უცხოელი მასწავლებლის გატაცების შემდეგ, მუშაობას დროებით წყვეტს.

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, კვირა საღამოს, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა, უნივერსიტეტის სიახლოვეს, დარულამანის გზაზე, ამერიკელი და ავსტრალიელი ლექტორები გაიტაცეს. გატაცებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია თავის თავზე.

იმ დროს, როცა თალიბანის თავდასხმები ქაბულში მთელს ავღანეთში გახშირდა, გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცება ხელისუფლებისთვის დიდ გამოწვევად იქცა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG