ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლის ათა-თურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები განაახლა.

სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაშავდა აეროპორტში სამშაბათს ღამე მომხდარი აფეთქებისას.

თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აფეთქება საერთაშორისო ტერმინალის საკონტროლო პუნქტთან მოხდა.

"ამერიკის ხმის" თურქულ რედაქციასთან საუბარში თვითმხილველები იხსენებენ, რომ დიდ აფეთქებას წინ ორი მცირე ზომის აფეთქება უძღოდა. თვითმხილველები ასევე ამბობენ, აეროპორტში ისმოდა სროლის ხმა.

ადგილობრივი ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, აეროპორტში შესული მძიმედ შეიარაღებული სამართალდამცველების ჯგუფები.

სტამბოლის ათა-თუქრის აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

XS
SM
MD
LG