ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს რუსეთი, თურქეთი და ირანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმების შემუშავებაზე შეთანხმდნენ. ორდღიან მოლაპარაკებაში, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარეობდა, მონაწილეობას იღებდნენ როგორც სირიის მთავრობის, ასევე ამბოხებულთა ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლები.

სამი ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, რომ სამხედრო გადაწყვეტილებით სირიაში მიმდინარე თითქმის ექვსწლიანი კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელია. ერთობლივ განცხადებაში მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად, გაეროს მიერ შემუშავებული გზამკვლევი სახელდება. რუსეთი, თურქეთი და ირანი ერთობლივ ოპოზიციას აფიქსირებს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” და “ალ-ნუსრას ფრონტის” მიმართაც.

სირიის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 8 თებერვალს გაიმართება. ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრებს სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი სტეფან დე-მისტურა გაუძღვება.

XS
SM
MD
LG