ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთის სააპელაციო სასამართლომ გაუპატიურების ბრალდების საფუძველზე ვებგვერდ “ვიკილიკსის” დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის დაპატიმრების სანქცია ძალაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება სამართალდამცავებს უფლებას აძლევს ბრალდებული დაკითხონ.

ასანჟი უარყოფს 2010 წელს ქალის გაუპატიურების ბრალდებას.

“ვიკილიქსის” დამფუძნებელი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2012 წლის შემდეგ ცხოვრობს. ეკვადორის მთავრობამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.

ასანჟი აცხადებს, რომ შვედეთში დაბრუნების ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ შვედეთის მთავრობა მას შეერთებულ შტატებს გადასცემს. ამერიკა ასანჟს შპიონაჟში სდებს ბრალს “ვიკილიქსზე” ამერიკის სახელმწიფო საიდუმლოებების გამოქვეყნების გამო.

XS
SM
MD
LG