ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის რეფერენდუმს დასავლეთი "ფარსს" უწოდებს


სირიის რეფერენდუმს დასავლეთი "ფარსს" უწოდებს
სირიის რეფერენდუმს დასავლეთი "ფარსს" უწოდებს

ძალადობის ესაკალაციის მიუხედავად ქვეყნის ცალკეულ ნაწილებში რეფერენდუმი მეტ-ნაკლები წარმატებით ჩატარდა

რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში სირიელი ხალხი პოლიტიკური პლურალიზმის დამყარებას და მრავალპარტიული სისტემის შექმნას მისცემს ხმას, რაც 1963 წლის შემდეგ არსებულ ერთპარტიულ სისტემას ჩაანაცვლებს. ამას გარდა პრეზიდენტობის ლიმიტი ორი ვადით განისაზღვრება, რომელთგან თოთოეული 7-წლიან პერიოდს მოიცავს.

ოპოზიცია რეტროაქტიულ რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს და დასავლეთთან ერთად მას პოლიტიკურ "ფარსს" უწოდებს. რეფერენდუმის წყალობით სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რომელიც ისედაც უკვე 11 წელიწადია ქვეყანას მართავს, 2014 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც შეეძლება კიდევ ორი არჩევნების ხარჯზე დამატებით 14 წელი დარჩეს ხელისუფლებაში.

კვირას გაკეთებულ განცხადებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ის სირიული შენაერთები, რომლებიც პრეზიდენტ ასადს უჭერენ მხარს, უღირს ქმედებას სჩადიან. ისინი კი, ვინც ხელისუფალს და ძალადობას ზურგი აქცია, ნამდვილი გმირები არიან.

ქალბატონმა კლინტონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნები ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდონ სირიელი მეამბოხეების იარაღით დახმარების საქმეს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით სირიულ ოპოზიციას ალ-ყაიდა და ჰამასიც უჭერს მხარს. ლიბიის სიტუაციისგან განსხვავებით სირიაში არავინ იცის, საბოლოოდ სად და ვის ხელში მოხვდება ამბოხებულებისთვის განკუთვნილი იარაღი, დასძინა მან გამოსვლის დასასრულს.

XS
SM
MD
LG