ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგა სანქციებს ამკაცრებს


არაბული ლიგა სანქციებს ამკაცრებს
არაბული ლიგა სანქციებს ამკაცრებს

ლიგა დამასკოს კიდევ ერთ შანსს აძლევს

არაბულმა ლიგამ სირიის 19 ოფიციალური პირის საბანკო ანგარიში გაყინა და მათ ლიგის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა.

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ ჰამად ბინ ჯასიმ ალ-თანის, განცხადებით, რომელიც არაბული ლიგის სამშვიდობო კომიტეტს ხელმძღვანელობს, პანელი კვირას დამასკოს კიდევ აძლევს შანსს მოაწეროს ხელი სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ამბოხის ძალადობრივ ჩახშობას დაასრულებს.

აქტივისტების თქმით შაბათს სირიაში მთვრობის საწინააღმდეგო აქციებს კიდევ 23 ადამიანი შეეწირა. თვითმხილველების განცხადებით ხელისუფლება ამბოხის ჩახშობაში სულ უფრო მეტ რეგულარული არმიის ჯარისკაცს იყენებს და ძალადობა თანდათან უფრო ინტენსიური ხდება.

გაერომ გადაწყვეტილება მიიღო სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სპეციალური გამოძიება ჩაატაროს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს რეზოლუციას „პოლიტიზირებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სირიის მთავრობის მიერ ფაქტების დაზუსტებისთვის წარდგენილ დოკუმენტაციას „გამიზნულ იგნორირებას“ უკეთებს.

XS
SM
MD
LG