ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია ნატოს გეგმას იცავს


ობამას ადმინისტრაცია ნატოს გეგმას იცავს ავღანეთში საბრძოლო ოპერაციის თანდათანობით დასასრულებლად. ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის მომავალი 2012 წლის საპრეზიდენტო მარათონის ერთერთი მნიშვნელოვანი თემაა.
გასულ კვირას, აშშ-მ და ნატომ მოიწონეს გეგმა, რომლის თანახმად საერთაშორისო ძალები ავღანეთში 2014 წლის შემდეგ არა-საბრძოლო მიზნით დარჩებიან. აშშ თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ აღნიშნა, რომ ქვეყანას, რომელიც დღესაც რადიკალური გეზის ისლამისტებს და ტერორისტებს ებრძვის, მარტო არ დატოვებენ.
"ჩვენ არსად არ მივდივართ. ჩვენ ავღანეთში ხანგრძლივი დროით დავრჩებით და მათთან გავაგრძელებთ კონტრ-ტერორისტულ საქმიანობას, დახმარებას და ტრეინინგს." პანეტამ ეს განცხადება ეი-ბი-სის ტელევიზიასთან გააკეთა.
სავარაუდო რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაციის გეგმები თალიბების სასარგებლოდ იმუშავებს და ომის ათწლეულით მიღწეულ პროგრესს შეუქმნის საფრთხეს. პანეტა ამტკიცებს, რომ არსებულ გეგმას ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერა აქვს.

XS
SM
MD
LG