ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ბიუჯეტი გაიზრდება


საქართველოს ბიუჯეტი გაიზრდება
საქართველოს ბიუჯეტი გაიზრდება

მიმდინარე კვირის განმავლობაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს განიხილავდა

საქართველოს ბიუჯეტი გაიზრდება
საქართველოს ბიუჯეტი გაიზრდება

მიმდინარე კვირის განმავლობაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს განიხილავდა. ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯების დაახლოებით 215 მილიონი ლარით ზრდას ითვალისწინებს. ფინასთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით 2010 წლის პირველ კვარტალში ცხადი გახდა, რომ ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გაიზარდა, რაც მისივე თქმით, მსოფლიო საფინანსო კრიზისის მეტნაკლებად დაძლევამ განაპირობა, რამაც საქართველოს ეკონომიკაზეც პოზიტიური გავლენა მოახდინა.

215 მილიონი ლარით გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდება :

24 მილიონი ლარი დევნილთა სახლების მშენებლობას მოხმარდება, გარდა ამისა ბიუჯეტიდან 3 ,05 მილიონი ლარი დევნილთა კომუნალური დაგასახადების დაფარვისთვის გამოიყოფა; 9 მილიონი ლარი პენიტენციალურ სისტემაში მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება; რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის დამატებით 12 მილიონი ლარი გამოიყოფა; 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტი 150 მილიონი ლარით საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე გაიზრდება, დანარჩენი ნაწილი - 65 მილიონი ლარი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი საბიუჯეთო გრანტების მიღებით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში გასული წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყო.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საბიუჯეტო ცვლილებების განხილვებზე მაგალითად, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს: მოითხოვეს 3 მილიონი ლარი უფასო ჯანდაცვის პროგრამებისთვის, თანხების დამატება კარდიოქირურგიაზე, ონკოლოგიაზე, გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებაზე.

პარლამენტმა 2010 წლის ბიუჯეტი გასული წლის 4 დეკემბერს დაამტკიცა. ფინანსთა მინისტრის თქმით 2010 წელს ხარჯვითი პრიორიტეტები ჯანდაცვის, განათლებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროები იქნებოდა. საბიუჯეტო თანხები სამინისტროებზე ბიუჯეტის დამტკიცებისას შემდეგნაირად გადანაწილდა : თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წელს 750 მილიონ ლარს შეადგენს, 2009 წელს 879 მილიონ ლარს შეადგწენდა, ხოლო 2008 წელს მილიარდ ნახევარს.. შსს ბიუჯეტი წელს 548 მილიონი ლარით განისაზღვრა, 2008 წელს ამ ძალოვანი უწყების ბიუჯეტი 739 მილიონ ლარს შეადგენდა.. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტია 45 მილიონი ლარი.. 2010 წელს უწყებების უმეტესობას დაფინანსება შეუმცირდა. შემცირება მიმდინარე წელს არ შეხებია მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს.

XS
SM
MD
LG