ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო გუანტანამოს სატუსაღოს დახურვას მოითხოვს


გაერო გუანტანამოს სატუსაღოს დახურვას მოითხოვს
გაერო გუანტანამოს სატუსაღოს დახურვას მოითხოვს

ობამამ დაპირება ვერ შეასრულა

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნავი პილაიმ ღრმა მწუხარება გამოხატა შეერთებული შტატების მთავრობის ქმედების გამო, რომელმაც ვერ შეძლო დანაპირების შესრულება და არ დახურა გუანტანამოს სატუსაღო კუბაში.

ნავი პილაის განცხადებით უკვე მეათე წელია რაც ეს ციხე არსებობს და სამი წელი გავიდა პრეზიდენტ ობამას ინაგურაციიდან, როდესაც მან ერთ წელიწადში გუანტანამოს სატუსაღოს დახურვის პირობა დადო.

ქალბატონი პილაის განცხადებით ამ ციხის პატიმრები საერთაშორისო კანონების დარღვევით და ფაქტიურად განუსაზღვრელი დროით იმყოფებიან უვადო პატიმრობაში.

ნავი პილაის თქმით შეერთებული შტატების მთავრობამ ვერ უზრუნველყო ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციების მიერ ამ სატუსაღოს მონიტორინგი.

XS
SM
MD
LG