ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დუმილის დამღუპველი კულტურა" ვატიკანში


"დუმილის დამღუპველი კულტურა" ვატიკანში
"დუმილის დამღუპველი კულტურა" ვატიკანში

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეკლესიამ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 4 000-ზე მეტი საჩივარი მიიღო

ვატიკანის უმაღლესი ოფიციალური პირი მკაცრად აკრიტიკებს კათოლიკოს ეპისკოპოსებს და ბავშვების მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო აგორებული სკანდალის მიმართ უყურადღებობას "დუმილის დამღუპველ კულტურად" აფასებს.

სკანდალმა მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა ყურადღება მიიპყრო და ბევრი კათოლიკეს რწმენა შეარყია. ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ვატიკანის პროკურორი ეპისკოპოსებს აფრთხილებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე მათ პასუხის გაცემა მოუწევთ.

ძალადობის ერთ-ერთმა მსხვერპლმა, მარი კოლინზმა განაცხადა:

"ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ბავშვები დაცულები იყვნენ. ჩემნაირებს ვერაფრით ვუშველით, ეს უკვე წარსულში მოხდა, მაგრამ სამომავლოდ ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვის გარანტია უნდა გვქონდეს".

რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ სკანდალური ფაქტების გამო შეშფოთება და მწუხარება გამოხატა და ეპისკოპოსებს მოუწოდა სათანადო ზომები 2012 წლის მაისამდე მიიღონ.

კათოლიკური ეკლესიის მიერ ამ კვირას გაკეთებული განცხადების მიხედვით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეკლესიამ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 4 000-ზე მეტი საჩივარი მიიღო.

XS
SM
MD
LG