ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთ-აზერბაიჯანის უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაიშალა


სომხეთ-აზერბაიჯანის უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაიშალა

სომხეთ-აზერბაიჯანის უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაიშალა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს დასდეს ბრალად ის ფაქტი, რომ მთიანი ყარაბახის პრობლემა მკვდარი წერტილიდან არ იძვრის.

რუსეთის ქალაქ ყაზანში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვერ შეთანხმდნენ მთიანი ყარაბახის შესახებ ძირეული შეთანხმების პრინციპებზე. სომხეთის პრეზიდენტმა ედუარდ ნალბანდიანმა მის განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის უმაღლესი დონის შეხვედრა წარუმატებლად ჩატარდა, რადგანაც აზერბაიჯანმა დოკუმენტის ტექსტში ძალზე ბევრი ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ამ განცხადებაზე რეაქციის სახით აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნოვრუზ მამედოვმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა ცდილობდა თვალი აეხვია საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის, რათა საკუთარი მიზნებისათვის მიეღწია. მიუხედავად ამის ორივე მხარე აცხადებს, რომ მომავალში გაგრძელდება მოლაპარაკება.

XS
SM
MD
LG