ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და რუსეთი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ


რუსეთი შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდეს.

30 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მთელი რიგი სადაო საკითხები გადაწყვიტეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სავაჭრო ურთიერთობებში სრული გამჭვირვალეობის დამყარების თვალსაზრისით.

მოლაპარაკებების პროგრესი იმაზე მეტყველებს, რომ სულ მალე რუსეთი შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდეს. შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წარმომადგენლის რონ კირკის განცხადებით, ორმხრივი მოლაპარაკებების წარმატებით დამთავრების შემდეგ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი დარჩა, რომელიც რომელიც რუსეთმა უნდა დააკამაყოფილოს საბოლოო მიზნის მისაღწევად.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო მასშტაბით არეგულირებს იმპორტის და ექსპორტის საკითხებს. აწესებს საბაჟო ურთიერთობების სტანდარტებს, საერთაშორისო ტარიფებს და ხელს უწყობს სხვა სავაჭრო პრობლემების მოგვარებას. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ასევე არეგულირებს ურთიერთობებს ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა შორის.

დღეს რუსეთი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. მოსკოვი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა მხარს უჭერს რუსეთის გაერთიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ეს მან რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად მარტო შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ არის საკმარისი, ორ ქვეყანას შორის მიღწეული პროგრესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსკოვი მზად არის დააკმაყოფილოს ამ ორგანიზაციაში მიღებული ნორმები.

მაშინ, როდესაც რუსეთი ყველაფერს აკეთებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, შეერთებული შტატები კიდევ უფრო აფართოვებს მოსკოვთან ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს. მართალია რუსეთის კანანონმდებლობა და სავაჭრო პოლიტიკა ჯერ-ჯერობით მთლიანად არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყანამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება შეძლოს.

XS
SM
MD
LG