ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ მაკარტნი დღეს ამერიკის პრეზიდენტ, ბრაკ ობამას ხვდება


ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი პოლ მაკარტნი დღეს ამერიკის პრეზიდენტ, ბრაკ ობამას შეხვდება.

მაკარტნი გერშვინის ჯილდოს მიიღებს. ამ ჯილდოს შეერთებული შტატების კონგრესისი ბიბლიოთეკა გასცემს.

ბრიტანელი მომღერალი დღეს პრეზიდენტი ობამასა და პირველი ლედი მიშელ ობამას მიერ თეთრ სახლში ორგანიზებულ კონცერტზეც იმღერებს. მაკარტნის თქმით, ის უდიდეს პატივს სცემს პრეზიდენტ ობამას და მისთვის დიდი პატივი იქნება თეთრ სახლში სტუმრობა.

გერშვინის ჯილდო ლეგენდარული კომპოზიტორების, ჯორჯ და აირა გერშვინების სახელს ატარებს.

XS
SM
MD
LG