ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა წერია მსოფლიოს პირველი ტერორისტის დოკუმენტებში?


ალ ყაიდას ლიდერი რეგიონული ჯიჰადის ჯგუფების სტრატეგიითა და ტაქტიკით აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში უკმაყოფილო იყო.

პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამომჟღავნდა, რომ ერთი წლის წინ ალ ყაიდას ძირითადი ჯგუფსა და მის ფილიალებს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო.

დოკუმენტებისა და წერილების ანალიზის შემდეგ გაირკვა,რომ ალ ყაიდას ლიდერი რეგიონული ჯიჰადის ჯგუფების სტრატეგიითა და ტაქტიკით აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში უკმაყოფილო იყო.

ბინ ლადენის დოკუმენტების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელის ნელი ლაჰუდის განცხადებით, ბინ ლადენს სურდა ალ ყაიდას ფილიალებს კონცენტრირება უფრო მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებზე გაეკეთებინათ და უკმაყოფილო იყო მუსლიმი თანამოძმეების დიდი რაოდენობით დაღუპვით.

ბინ ლადენი ასევე მკვეთრად კრიტიკული იყო თანამოაზრეთა მიმართ, რომელთა შორის ერთერთი აშშ -ში დაბადებული ანვარ ალ ავლაკიც იყო. ავლაკი შარშან იემენში უპილოტო თვითმფრინავის დაბომბვას ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG