ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნი ტრადიციული ქორწინების მომხრეა


ბოლო დროს ობამას მხარდაჭერა ერთსქესიანი ქორწინების მიმართ შეერთებულ შტატებში საკამათო გახდა.

შაბათს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ ამერიკელების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო . მან კონსერვატიულ-ქრისტიანულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ტრადიციული ქორწინების ფორმას დაუჭირა მხარი, რითაც დამსწრე საზოგადოების აღტაცება დაიმსახურა.

მიტ რომნი კონსერვატორთა შორის განსაკუთრებული სკეპტიციზმით გამოირჩევა. იგი ხშირად აფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას და რწმენას ოჯახური ტრადიციებისადმი.

აღსანიშნავია, რომ მიტ რომნის გამოსვლა დაემთხვა ბარაკ ობამას მხრდაჭერას ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზების შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ ექვს შტატშია დაკანონებული.

ბოლო დროს ობამას მხარდაჭერა ერთსქესიანი ქორწინების მიმართ საკამათო გახდა.

თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით გეი ქორწინების მიმართ დადებითი დამოკიდბულება იზრდება. ამ საკითხში შესამჩნევია ახალგაზრდა ამომრჩევლების მხარდაჭერაც, მაშინ როცა ხანდაზმული ელექტორატი ერთსქესიანი წყვილების ქორწინების მოწინააღმდეგეა.

XS
SM
MD
LG