ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრთხის დონეს ექსპერტები ჟერჯერობით ზუსტად ვერ განსაზღვრავენ.

ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ახალი კომპიუტერული ვირუსი გავრცელდა. წინამორბედი ვირუსებისგან განსხვავებით, ეს ვირუსი ბევრად მასშტაბურია. საფრთხის დონეს ექსპერტები ჯერჯერობით ზუსტად ვერ განსაზღვრავენ.

რუსეთში ბაზირებულმა კომპიუტერთა უსაფრთხოების ფირმა "კასპერსკი ლებმა" დაადგინა, რომ ვირუსის საშუალებით შესაძლებელი ხდება კომპიუტერში გამოსახულების ფოტოზე აღბეჭდვა და აუდიო მოწყობილობებით ხმის ჩაწერა.

ვირუსმა ყველაზე მეტად ირანელთა კომპიუტერები დააზიანა. ახალი ვირუსი სავარაუდოდ ბევრად უფრო ძლიერი და მასშტაბურია, ვიდრე მისი წინამორბედი "სტაქსნეტ ვირუსი", რომელმაც 2010 წელს ირანში ურანის გამდიდრებაზე მომუშავე დაწესებულებების კომპიუტერები გამოიყვანა მწყობრიდან.

ვირუსის გავრცელებას ირანი ისრაელს და შეერთებულ შტატებს აბრალებს, თუმცა ორივე ქვეყანა პასუხისმგებლობაზე უარს აცხადებს. თეირანის განცხადებით, შემქნილია ახალი ანტივირუსის პროგრამა, რომელიც კომპიუტერებს არსებული საფრთხისგან დაიცავს.

XS
SM
MD
LG