ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში უმუშევრობამ პიკს მიაღწია


ანალიტიკოსების აზრით მზარდი უმუშევრობის უარყოფითი ტენდენცია 2012 წლის დასასრულამდე გაგრძელდება.

ევროზონის 17 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში უმუშევრობამ 1995 წლის შემდეგ რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ამჟამად 11 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირის განცხადებით უმუშევართა რაოდენობა 17 მილიონს აღემატება.

ანალიტიკოსების აზრით მზარდი უმუშევრობის უარყოფითი ტენდენცია 2012 წლის დასასრულამდე გაგრძელდება. ახალი სტატისტიკა ევროზონის ქვეყნებს შორის არსებულ უთანასწორობას თვალნათლივ წარმოაჩენს. მაგალითად, ესპანეთში უმუშევრობამ 24 პროცენტს მიაღწია, საბერძნეთში - 22-ს და პორტუგალიაში - 15-ს. მაშინ როცა გერმანიაში ის მხოლოდ 5.4 პროცენტს შეადგენს. ლუქსემბურგში, ჰოლანდიაში და ავსტრიაში კი - კიდევ უფრო ნაკლებს.

XS
SM
MD
LG