ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები ირანის მთავრობას ხვდებიან


ძირითადი შეხვედრა შაბათს სტამბულში გაიმართება.

ირანის სამთავრობო დელეგაცია და მსოფლიოს ლიდერები თურქეთში შეიკრიბნენ, რათა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ იმსჯელონ.

ირანის, აშშ-ს, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის წარმომადგენელებმა წინასწარი შეხვედრა ერთმანეთთან პარასკევს გამართეს. ძირითადი შეხვედრა კი შაბათს სტამბულში გაიმართება.

ექსპერტების ვარაუდით, მოლაპარაკებები უშედეგო იქნება. თუმცა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ბენ როდესმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები წინ გადადგმული ნაბიჯია და მთავარი პასუხისხმგებლობა ირანის მთავრობას ეკისრება.

XS
SM
MD
LG