ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შენგენის ზონაში ცვლილებებია


მოლაპარაკებები ამ საკითხზე კვლავ გაგრძელდება.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უვიზო ტერიტორიაზე სასაზღვრო შემოწმება აღდგება, რათა არალეგალურ იმიგრაციას დაბრკოლება შეექმნას.

შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე ხუთშაბათს ლუქსემბურგში შეთანხმდნენ. უვიზო ქვეყნების ზონაში შედის ევროკავშირის ყველა ქვეყანა და ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი.

მას შემდეგ, რაც უკანონო მიგრანტი შენგენის ზონაში შედის, მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამიტომაც, აღდგენილი სასაზღვრო კონტროლი არალეგალურ იმიგანტთა გადაადგილებას გარკვეულწილად შეაფერხებს.

ბრიუსელში ევროპარლამენტის შეკრებაზე ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა, სესილია მალმსტრომმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე კვლავ გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG