ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა და ბირთვული ენერგია


ფრანგული კომპანიები დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში ბირთვული რეაქტორის აგებას გეგმავენ.

გასულ წელს იაპონიაში ფუკუშიმა-დაიჩის ელექტრო სადგურზე მომხდარმა კატასტროფამ ევროპელები ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების პრობლემებზე დააფიქრა.

საფრანგეთისა და გერმანიის ახლო ურთიერთობას იაპონიის კატასტროფამ ახალი საფუძველი ჩაუყარა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი ბირთვული ენერგიის წარმოების მომხრეა. იგი აცხადებს, რომ ბირთვული ენერგიის წარმოება სამუშაო ადგილების შექმნასა და ენერგიის დაბალ ფასებს უზრუნველყოფს. საფრანგეთი ბირთვული ენერგიის მწარმოებელი ქვეყანაა. დაახლოებით ქვეყნის ერთი მესამედს ელექტროენერგია ბირთვული ენერგიის საშუალებით მიეწოდება. ფრანგული კომპანიები დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში ბირთვული რეაქტორის აგებას გეგმავენ.

ფუკუშიმას კატასტროფის ფონზე, გერმანიამ 2022 წლისთვის ყველა ბირთვული რეაქტორის დახურვის შესახებ გააკეთა განცხადება.

გერმანიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქვეყენაში მასიური ანტი-ბირთვული აქციები. მსგავს აქციებს საფრანგეთში ადგილი არ ჰქონია.

XS
SM
MD
LG