ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ფიქრობენ ამერიკელი ვეტერანები?


რას ფიქრობენ ამერიკელი ვეტერანები?
რას ფიქრობენ ამერიკელი ვეტერანები?

ვეტერანთა შეხედულებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

სანტა მონიკას სკოლაში სტუდენტები საერთო ნიშნით გამოირჩევიან. ისინი სამხედრო ვეტერანები არიან, რომლებიც კვირაში ერთხელ, ერთმანეთის მხარდასაჭერად და წასახალისებლად იკრიბებიან. ზოგიერთი მათგანი ომის საშინელებებს პირადად შეესწრო.

„როცა ბრძოლიდან სახლში დავბრუნდი, დაახლოებით სამი წელი დამჭირდა ახალ ვითარებასთან შესაგუებლად. ყოველგვარი მომზადების გარეშე ძალიან გამიჭირდა, საკუთარი თავიც კი დავკარგე“ - ამბობს ერთ-ერთი სამხედრო ვეტერანი მონიკა სკეიტი, რომელმაც ერაყის წინააღმდეგ სპარსეთის ყურეში დაწყებულ ომში მიიღო მონაწილეობა. სახლში დაბრუნების შემდეგ კი, მან პოსტ-ტრამვული სტრესი გადაიტანა.

მეორე მისი თანამემამულე-ვეტერანი ქრისტოფერ ბელინგამო სამხედრო სამსახურს სწავლის გადასახადის გამო შეურთდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანების უმრავლესობა ერაყისა და ავღანეთის ომში მსახურობდნენ, მათი შეხედულებები აღნიშნულ საომარ ოპერაციებზე განსხვავდება. მონიკა სკეიტის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები ერაყიდან ამ წლის ბოლოდან არ უნდა გამოვიდნენ, რასაც არ ეთანხმება მისი კოლეგა დანიელ ანდერსონი:

„ვფიქრობ, დროა უკვე ერაყი დავტოვოთ. ერაყელებს უკვე შეუძლიათ საკუთარი თავის მიხედვა... მოხარული ვარ, რომ სადამ ჰუსეინი აღარ არის ხელისუფლების სათავეში.“

ქრისტოფერ ბელინგამიც იგივე აზრისაა ავღანეთის ომზე. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიც უნდა დატოვონ. ამ საკითხზე დანიელ ანდერსონი აღნიშნავს რომ ავღანელ ხალხს, თალიბებთან ბრძოლისათვის, ჯერჯერობით, ისევ სჭირდებათ ამერიკელების დახმარება და იქვე დასძენს:

„მოსახლეობა ერთობ დაჩაგრული და განადგურებულია ამ საშინელი ორგანიზაციისაგან. ამიტომ ღირს მათ წინააღმდეგ ბრძოლა...“

ამასთანავე, სამივე ვეტერანი იმასაც აღნიშნავს, რომ ამერიკელთა უმრავლესობას გაცნობიერებული არ აქვს ომი ერაყსა და ავღანეთში.

მიუხედავად ამისა, ვეტერანების სამხედრო სამსახურში მოღვაწეობამ მათი მომავალი განსაზღვრა. სკეიტსა და ვილინგამს სამხედრო სამსახურის გაგრძელება კვლავ სურთ, ხოლო ანდერსონს სცენარისტობა უნდა, რომლის საშუალებითაც იგი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს მაყურებელს.

XS
SM
MD
LG