ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამას მიმართვა


ამერიკელების საშუალო ფენა ელემენტარული საარსებო პირების შენარჩუნებისთვის იბრძვის.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ყოველკვირეულ მიმართვაში განაცხადა, რომ მდიდრებმა მათი სიმდიდრის შესაბამისი რაოდენობის გადასახადები უნდა გადაიხადონ.

ბატონმა ობამამ კონგრესის წევრებს ამ გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც მილიარდერი ფილანტროპის უორენ ბაფეტის ინიციატივით არის შექმნილი. ამ გეგმის მიხედვით, მილიონერებისთვის გადასახადების გაზრდაა გათვალისწინებული. ოურენ ბაფეტის განცხადებით, არ შეიძლება ის თავის მდივანზე ნაკლებ გადასახადს იხდიდეს.

პრეზიდენტ ობამს თქმით, შეერთებულ შტატებში მდიდრებისთვის არსებული პრივილეგიები აშკარა უსამართლობაა, როდესაც ამერიკელების საშუალო ფენა ელემენტარული საარსებო პირების შენარჩუნებისთვის იბრძვის.

XS
SM
MD
LG