ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ახალი ელჩი ავღანეთში მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს


გაეროს ელჩი კუბისი
გაეროს ელჩი კუბისი

ერთი კვირაა, რაც გაეროს ელჩი ავღანეთში ჩავიდა

ავღანეთში გაეროს ელჩი აცხადებს, რომ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებით მაშინ დასრულდება, თუ მას ავღანეთის მხარე ჩაუდგება სათავეში.

იან კუბისის განცხადებით, დისკუსიებს არცერთი მონაწილე არ უნდა გამოეთიშოს. კუბისი ერთი კვირაა, რაც ავღანეთში ჩავიდა და პრეზიდენტ კარზაის და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაეროს ელჩის მოწოდებების მიუხედავად, თალიბები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ავღანეთის მთავრობის მონაწილეობაზე არ თანხმდებიან და მას მარიონეტულ მთავრობად მოიხსენიებენ.

XS
SM
MD
LG