ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერდოკი მილიონიან კომპენსაციას გადაიხდის


მერდოკი მილიონიან კომპენსაციას გადაიხდის
მერდოკი მილიონიან კომპენსაციას გადაიხდის

მომავალ თვეს ლონდონის სასამართლოში ამ ფაქტთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე საქმე განიხილება.

რუპერტ მერდოკის მედია იმპერია თანახმაა მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადოს იმ 37 დაზარალებულს, ვისი სატელეფონო საუბრებიც კორპორაციის დავალებით ისმინებოდა. დაზარალებულთა შორის არიან: მსახიობი ჯად ლო, ფეხბურთელი ეშლი კოლი და ყოფილი პრემიერ მინისტრის მოადგილე ჯონ პრესკოტი.

აღსანიშნავია, რომ სკანდალურ შემთხვევას მედია მაგნატის რუპერტ მერდოკის წარმატებული ბიზნესი ემსხვერპლა, რამაც პოპულარული ტაბლოიდის “News of the World”-ის დახურვა გამოიწვია. მერდოკის კორპორაციამ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, სპეციალური მრავალმილიონიანი ფონდი შექმნა, რომელიც ტელეფონის ჰაკერული მოსმენით დაზარალებულებს კომპენსაციებს გადასცემს. მომავალ თვეს ლონდონის სასამართლოში ამ ფაქტთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე საქმე განიხილება.

XS
SM
MD
LG