ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში სამგზავრო ავტობუსი ააფეთქეს


ავტობუსს სამთავრობო დაწესებულების მოხელეები ფეშავარიდან ქალაქ ჩარსადაში გადაჰყავდა.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ავტობუსში ბომბის აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა. დაღუპულთა შორის 6 ქალია.

ავტობუსს სამთავრობო დაწესებულების მოხელეები ფეშავარიდან ქალაქ ჩარსადაში გადაჰყავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა ცნობილია, რომ ამგვარ ტერაქტებს თალიბანი ანხორციელებს ხოლმე.

ხუთშაბათს ავღანეთში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ პაკისტანის ხელისუფლებას თალიბებთან ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG