ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგკოკში წყალდიდობამ პიკს მიაღწია


ბანგკოკში წყალდიდობამ პიკს მიაღწია

ბანგკოკში წყალდიდობამ პიკს მიაღწია

მთავრობამ სპეციალური 5-დღიანი სამუშაო დასვენება გამოაცხადა, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხისგან დაეცვა.

ათობით ათასი ადამიანი ტოვებს ბანგკოკს. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით წყლის დონე წყალდიდობის ზონაში მეტს აღარ მოიმატებს.

პრემიერმა შინავატრამ შაბათის ყოველკვირეულ მიმართვაში აღნიშნა, რომ წყალდიდობამ პიკს უკვე მიაღწია და შემდეგი კვირიდან თანდათან დაიკლებს. ბანგკოკში კი მაინც პანიკაა. აეროპორტებში, მატარებლის და ავტობუსის სადგურებზე ტევა არ არის. მოსახლეობა ცდილობს ქვეყნის სამხრეთს შეაფაროს თავი, სადაც წყალდიდობის ნაკლები საშიშროებაა. მთავრობამ სპეციალური 5-დღიანი სამუშაო დასვენება გამოაცხადა, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხისგან დაეცვა.

პენტაგონის განცხადებით, ტაილანდის მთავრობამ მათ თხოვნით მიმართა, არ გაიყვანოს პორტიდან ამერიკული სამხედრო ხომალდი „დისთროიერი“, რათა საჭიროების შემთხვევაში მასზე ვერტმფრენებით ხალხის გადაყვანა მოხდეს.

XS
SM
MD
LG