ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოს დილემა


ალეპოს დილემა
ალეპოს დილემა

სირიის მთავრობა მეთერთმეტე თვეა აგრძელებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ დაპირისპირებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

სირიაში მიმდინარე ამბოხებამ ქვეყნის ერთერთი უდიდესი ქალაქი ალეპო გახლიჩა.

მთავრობის ძალების კონტროლის ფონზე, ალეპო ანტი-სამთავრობო პროტესტის ერთერთ ცენტრად იქცა.

ალეპო თურქეთთან ახლომდებარე საპორტო ქალაქია. აქვეა სირიის ეკონომიკური ცენტრი. ბიზნეს ელიტა ალეპოში სირიის პრეზიდენტს უჭერს მხარს.

სირიელი მეწარმე რაშიდ ალ თაბში ამბობს:

„ჩვენ გვჯერა, რომ ასადი ქვეყანას და სირიელ ხალხს სიკეთეს უქადის. მას თავისი ხალხი უყვარს.“

სწორედ ალეპოში იმართება მთავრობის მხარდამჭერი აქციები.

თუმცა ქალაქში განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს.

ანტი სამთავრობო საპროტესტო გამოსვლებია სირიის სიდიდით მეორე უმაღლეს სასწავლებელში -ალეპოს უნივერსიტეტში.

უსაფრთხოების ფორმიანი თანამშრომლები უნივერსიტეტის ტერიტორიას აკვირდებიან და პროტესტს პირველი ნიშნებისთანავე შლიან. თუმცა უკმაყოფილება უნივერსიტეტის სხვა კორპუსებში მაინც იჩენს თავს.

საშა სიმონოფი ალეპოს უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტია. ახლა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

სტუდენტებს თუ გადახედავთ, ყველა მათგანი ძალიან ჯიუტია. გაკვეთილებს აცდენენ და სხვადასხვა დეპარტამენტებიდან ან საცხოვრებელი ადგილებიდან კოორდინირებას უწევენ საპროტესტო აქციას.

ქალაქში, მოსახლეობა ელექტროენერგიის შეფერხებით და საწვავის ნაკლებობით უკმაყოფილოა. ერთერთი რეზიდენტი ამბობს, რომ სახლში გამოკეტილად გრძნობს თავს. "ამერიკის ხმა" მას სკაიპით ესაუბრა.

„ალეპოს ან სხვა ნებისმიერი სირიული ქალაქის ქუჩებში ვერავის ენდობი.“

სირიის მთავრობა მეთერთმეტე თვეა აგრძელებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ დაპირისპირებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

ბევრის აზრით, გადამწყვეტი მომენტი სწორედ ალეპოში, უახლოეს მომავალაში დადგება. ალეპოს მაცხოვრებელი, რომელსაც შეგახსენებთ, რომ სკაიპით ვესაუბრეთ, ეს აზრი აქვს.

„ჩემთვის სულერთია რეჟიმი დამარცხდება თუ რევოლუცია გაიმარჯვებს. მე ყველაზე მეტად მინდა სიმშვიდე დავიბრუნო და ქუჩაში შეზღუდვის გარეშე მომეცეს გასვლის საშუალება.“

ამ წუთებში კი სირიის მოსახლეობას სიმშვიდე ყველაზე მეტად აკლია.

XS
SM
MD
LG