ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატები ჩატარდა


მუსა მეტოქეს მუსლიმთა საძმოს ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს, ეგვიპტელი ხალხის საზიანოდ.

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ორი მთავარი კანდიდატის დებატებში ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამრ მუსა და აბდელ-მონაიმ აბოლფოთო იღებდნენ მონაწილეობას.

აბდელ-მონაიმი ზომიერი მუსლიმანია, რომელმაც შარშან გაწყვიტა კავშირი მუსლიმთა საძმოს ლიდერებთან. მან მკაცრად გააკრიტიკა ამრ მუსა, რომელიც ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის აქტიური წევრი იყო.

აბოლფოთოს განცხადებით, ამრ მუსა იმ რეჟიმის წევრი იყო, რომელმაც ამდენი პრობლემები შექმნა და სახალხო აჯანყება გამოიწვია, ამიტომ ის ვერ იქნება ეგვიპტის მომავალი პრეზიდენტი.

თავის მხრივ, ამრ მუსა მეტოქეს მუსლიმთა საძმოს ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს, ეგვიპტელი ხალხის საზიანოდ.

XS
SM
MD
LG