ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთში ჰაჯის აღნიშნავენ


საუდის არაბეთში ჰაჯის აღნიშნავენ

საუდის არაბეთში ჰაჯის აღნიშნავენ

პარასკევს ამ ქვეყანაში მორწმუნეთა რეკორდული რაოდენობა 1,8 მილიონი ადამიანი ჩავიდა, მსოფლიოს 183 ქვეყნიდან.

საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, 2,5 მილიონმა მუსულმანმა მიიღო მონაწილეობა ყოველწლიურ ჰაჯში.

ჰაჯი ისლამის უძველესი რელიგიური რიტუალია, როდესაც მლოცველები მუჰამედის მშობლიურ ქალაქ მექაში ჩადიან.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვდირის ნაუიფ ბინ აბდელ აზიზის განცხადებით, პარასკევს ამ ქვეყანაში მორწმუნეთა რეკორდული რაოდენობა 1,8 მილიონი ადამიანი ჩავიდა, მსოფლიოს 183 ქვეყნიდან.

მუსულმანები მექა და მედინას წმინდა ადგილებს მოილოცავენ, სადაც 1400 წლის წინ გარდაცვლილი მათი წინასწარმეტყველის საფლავია.

შემდეგ ისინი არაფატის მთაზე იკრიბებიან, სადაც მუჰამედმა თავისი უკნასკნელი სიტყვა წარმოთქვა. ისლამური რელიგიის მიხედვით ყველა მუსულმანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს ჰაჯი.

XS
SM
MD
LG