ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამას მიმართვა


რესპუბლიკური პარტიის ყოველკვირეულ მიმართვაში ვისკონსინის შტატის სენატორმა, რონ ჯონსონმა დემოკრატები სწორედ ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა ობამამ თავის ყოველკვირეულ მიმართვაში კონგრესს ფინანსური რეფორმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შეერთებული შტატების ლიდერმა რეფორმის გატარება სამი წლის წინ სცადა, რათა მისივე თქმით, უოლსტრიტის უპასუხისმგებლო ქმედებები აღეკვეთა.

კონგრესის ზოგიერთ რესპუბლიკელს და ლობისტს პრეზიდენტი ობამა პარტიული დაპირისპირებების გამო ქვეყნისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ცვლილებების შეფერხებაში სდებს ბრალს. პრეზიდენტის თქმით, ამერიკას დროში უკან დაბრუნების და ფინანსურ სისტემებზე „სუსტი რეგულაციების და შეზღუდული კონტროლის“ ფუფუნების უფლება აღარ აქვს.

რესპუბლიკური პარტიის ყოველკვირეულ მიმართვაში ვისკონსინის შტატის სენატორმა, რონ ჯონსონმა დემოკრატები სწორედ ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG