ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში კანდიდატთა სია შემცირდა


უზენაესი საპრეზიდენტო არჩევნების კომისიის თავმჯდომარის ფარუქ სულთანმა კანდიდატთა დისკვალიფიკაციის კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს თავი აარიდა.

ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო მარათონს 10 კანდიდატი ჩამოაშორა. მათ შორის ერთერთი ომარ სულეიმანია, რომელიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მართველობის დროს ჯაშუშთა სამსახურის უფროსი იყო. დისკვალიფიკაცია მოუხდინეს მუსლიმთა საძმოს კანდიდატსა და სლაფისტ პოლიტიკოსსაც.

უზენაესი საპრეზიდენტო არჩევნების კომისიის თავმჯდომარემ ფარუქ სულთანმა კანდიდატთა დისკვალიფიკაციის კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს თავი აარიდა. თუმცა იქვე დასძინა რომ მათ 48 საათის განმავლობაში შეუძლიათ გადაწყვეტილება გააპროტესტონ.

საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება დანარჩენ 13 კანდიდატს მისცა. მათ შორისაა არაბული ლიგის ყოფილი თავმჯდომარე ამრ მუსა.

კანდიდატთა საბოლოო სია აპრილის ბოლოსთვის დადგინდება. საპრეზიდენტო კანდიდატებს კამპანიის დაწყება 30 მარტიდან უკვე შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG