ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო თამბაქოს გარეშე


მსოფლიო თამბაქოს გარეშე - რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს ერთდღიანი კამპანია?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველა მწეველს მოუწოდებს 31 მაისს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში მაინც არ მოწიონ. მსოფლიო თამბაქოს გარეშე - ამ კამპანიას საფუძველი ჯერ კიდევ 1987 წელს ჩაეყარა. ამერიკის სხვადასხვა შტატებში და ქალაქებში 31 მაისს განსხვავებულად აღნიშნავენ.

ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში ამ დღეს ხუმრობით „ინდაურის დღესაც“ კი უწოდებენ. და აი, რატომ: მწეველებს შეუძლიათ თავიანთი სიგარეტები ერთ მოზრდილ, გაყინულ ინდაურში გადაცვალონ

მსოფლიო თამბაქოს გარეშე - რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს ერთდღიანი კამპანია?

ჯოანა კოენი სახელგანთქმული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - ინიციატივას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მსგავსი სტატისტიკის შესწავლა აქამდე შეუძლებელი იყო.

პროფესორი კოენი აღნიშნავს, რომ ახლა „გუგლის“ ახალი ამბების და ინტერნეტის სხვა გვერდების წყალობით, 31 მაისის საინფორმაციო კამპანიის ეფექტურობის გაზომვა შესაძლებელი გახდა.

მეცნიერებმა დაკვირვების ჩასატარებლად სამხრეთ ამერიკის ქვეყნები აირჩიეს. მიზეზებს შორის ერთ-ერთი საკმაოდ ბანალური, მარტივი და ამავე დროს ხარჯეფექტური იყო. ამ ქვეყნების უმრავლესობაში ესპანურად მეტყველებენ, ამიტომაც კვლევისთვის მხოლოდ ერთი ენა საკმარისი იქნებოდა. ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი იყო ადამიანთა რა რაოდენობა შეეცდებოდა მოწევისთვის თავის განებებას და ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებას.

კვლევის ხელმძღვანელი, ჯონ აიერსი ამბობს, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა:

2000 წლის შემდეგ თუ დავაკვირდებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც სიგარეტზე თავის გასანებებლად რჩევისთვის ინტერნეტს მიმართა, 40 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, რაკი მათ ინფორმაციის მოპოვება სცადეს, მეტი შანსია, რომ მოწევას თავი დაანებონ“ - აცხადებს ბატონი აიერსი.

პასუხი კითხვაზე - „როგორ დავანებო თავი მოწევას“ - ინტერნეტ-ძიების გვერდებზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება. რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოწევის მავნე ჩვევისთვის თავის დანებების პირველ და აუცილებელ ნაბიჯად თვლიან.

ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ ამ დღეს, რომელსაც - „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“- ვუწოდებთ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ზოგადად ცნობიერების ამაღლებაში და განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის ინფორმირებაში“ - აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი.

მკვლევარების თქმით, ინფორმაცია, რომელიც მათ მოიპოვეს, მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებს დიდ დახმარებას გაუწევს. რაკი მათი მოსახლეობა მოწევაზე თავის დანებებისთვის ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს და შესაბამის კითხვებს სვამს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს მეტი შანსი აქვთ ზუსტად იმ კითხვებს უპასუხონ, რომელთაც მწეველებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

XS
SM
MD
LG