ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდა ოსამა ბინ ლადენის შემდეგ


ანტიტერორიზმის კოორდინატორის დენიელ ბენჯამინის განცხადებით, „ალ-ყაიდასთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბინ ლადენის სცენიდან მოშორება იყო.“ ბინ ლადენი ოცი წლის განმავლობაში, ალ-ყაიდას დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი იყო. ის 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში ამერიკის სპეცრაზმმა გაანადგურა.

2011 წელს ასევე განადგურდნენ ალ-ყაიდას სხვა მნიშვნელოვანი ლიდერები - ილიას ქაშმირი, პასუხისმგებელი 2009 წლის მუმბაის შეტევებზე; ჰარუნ ფაზული, 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში ამერიკის საელჩოებზე განხორციელებული თავდასხმების ავტორი; ალ-ყაიდას ოპერაციების ერთერთი ხელმძღვანელი ატია აბდულ რაჰმანი და ასევე ანვარ ალ-ავლაყი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე და იემენში ორგანიზაციის ოპერაციებსს ხელმძღვანელობდა.

ამ ბირთვის განადგურების მიუხედავად, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაციების გეოგრაფიული გავრცელება გრძელდება. ამდენად უკვე წარმოქმნილია ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ალ-ყაიდა ისლამურ მაღრიბში და ალ-ყაიდა ერაყში.

ამ საფრთხის გასანეიტრალებლად შეერთებული შტატები კონცენტრირებულია სამ ელემენტზე. პირველი, ეს არის ძლიერი პარტნიორობის შექმნა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ საფუძვლებზე. როგორც ბატონმა ბენჯამინმა განაცხადა, ალ-ყაიდას დასამარცხებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაკისატანთან ერთად მუშაობას. ასევე მნიშვნელოვანია გარდამავალ დემოკრატიებთან თანაშრომლობა ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში.

მეორე ასპექტია ამერიკის პარტიორებისთვის დახმარების გაწევა, რათა საფრთხეები მათ საზღვრებთან აღიკვეთოს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ტრანს-საჰარას ანტიტერიორისტული პარტნიორობა, რომელიც ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკას მოიცავს. და ბოლოს, ეს არის აგრესიული ექსტრემიზმის დასრულება. სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში, ანტიტერორისტული კომუნიკაციების ცენტრი ტერორისტული პროპაგანდის აღსაკვეთად აწარმოებს მუშაობას. ახალი ტერორისტული საფრთხეების აღსაკვეთად აუცილებელია ინოვაციური სტრატეგიის შემუშავება, კრეატიული დიპლომატია და ასევე ძლიერი პარტნიორობა. შეერთებულ შტატებს სწამს, რომ ამ ღონისძიებების გატარება ეფექტურ შედეგს მოიტანს.

XS
SM
MD
LG