ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიის საფეხურები სომხეთში


საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის და დამოუკიდებლობის შემდეგ მთელი 21 წელი გავიდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:11 0:00
ბმული
სომხეთის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი რაფი ოვანესიანი დარწმუნებულია , რომ არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვა და ამის აღიარებს ითხოვს, თუმცა ოფიციალური შედეგების მიხედვით, ის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების დამარცხებული კანდიდატია.

„იგი აცხადებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად სომხეთის მოსახლეობამ დარწმუნებით უთხრა თანხმობა ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციას, უზენაეს კანონს და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.“

ოვანესიანი შეუერთდა არჩევნებში დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატის ანდრეს გუკასიანის პროტესტს, რომელმაც არჩევნების შედეგების გამო შიმშილობა დაიწყო.

„ის ამბობს, რომ შიმშილობა იმიტომ დაიწყო, რათა სომხეთის არჩევნების შედეგები გაეპროტესტებინა, რასაც გაბრაზებულ შედეგებს უწოდებენ სომხეთში.“

5 წლის წინ ერევანში არჩევნების შედეგების ქუჩაში გაპროტესტების დემონსტრაციებს 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა ამჯერად პოლიციაც და დემონსტრანტებიც საკმაოდ მშვიდობიანად იქცევიან. ზოგიერთი ამას დემოკრატიის კულტურის ამაღლებას უკავშირებს ქვეყანაში.
რიჩარდ გირაგოსიანი სომხეთის პოლიტიკური ექსპერტია.

„ ის აცხადებს, რომ კმაყოფილია და ოპტიმისტურად არის განწყობილი სომხეთში ბოლოდროინდელი დემოკრატიული პროცესებით. ქვეყანა უფრო დასავლური განვითარებისკენ მიიწევს.“

18 თებერვალს, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი საკუთარ არჩევანს აკეთებდა, დარწმუნებული იყო, რომ ოპოზიცია 3 % მეტ ხმას ვერ მიიღებდა, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად.
ის ხელმეორედ აირჩიეს, თუმცა ხმათა მხოლოდ 59% მიიღო.

ოპოზიციის ძირითადი ნაწილი სომხეთში მხარს უჭერს კალიფორნიაში დაბადებულ ოვანესიანს, რომელიც იყო დამოუკიდებელი სომხეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი. მან ხმათა 37% მიიღო, რაც ორჯერ აღემატება წინასწარი გამოკითხვების შედეგებს.

„იგი ამბობს, რომ სომხეთი უკვე 22 წელი ხდება, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა, თუმცა არ აქვს იმედი, რომ ოდესმე ხელისფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით გადაბარება მოხდება. ეს არის დრო, როდესაც ინიციატივა დემოკრატიის დაბრუნების მიზნით, სომხეთმა უნდა აიღოს, უნდა იქნას დაცული ადამიანის უფლებები და კანონი , გადაწყვეტილებები სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს.“

არჩევნების მიმდინარეობას თითქმის 7 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს.
კარენ ვოლსეტი ევროპის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია, რომელმაც არჩევნებს დადებითი შეფასება მისცა.

„ჩვენ მაღალი შეფასება მივეცით ბევრ სფეროს, როგორიცაა მასმედიის მუშაობა, საკანონმდებლო მომზადება , შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.“

არჩევნებით უკმაყოფილო ადამიანებმა მას პრესკონფერენცია ჩაუშალეს.როგორც მათ განაცხადეს ირონიით „პოლიტიკური ტურისტები“ იქ ჩასული იყვნენ იმისთვის, რომ უკანონო შედეგები ოფიციალურად გაეფორმებინათ.

„ერთ-ერთი მონაწილე მამიკონ ოვსეპიანი აცხადებს, რომ დამკვირვებლებმა თქვეს, რომ სომხეთმა ამ არჩევნებით ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ის რომ გამჭირვალედ ჩატარდა. თუმცა , ეს ტყუილია. არჩევნებს ოპოზიციის დამკვირვებლებიც აკვირდებოდნენ მთელი დღის განმავლობაში და მათ იქ შეურაცხყოფა და დამცირება მიიღეს. მათი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე მხოლოდ 15 წუთით მიდიოდნენ.“

არჩევნების შემდეგ ოვანესიანმა მთიანი სომხეთი შემოიარა და საპროტესტო აქციები ჩაატარა, იგი ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს.

„ოვანესიანი აცხადებს, რომ აქვს მიზანი, რომ გააერთიანოს სომხეთის მოსახლეობა იმისათვის, რათა ძალაუფლების უსისხლო, მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს. ის დარწმუნებულია, რომ ხუთ წელიწადში მათ ნამდვილად ექნებათ საშუალება, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები ჩაატარონ.“

დემოკრატია-უწესრიგო, წინასწარ გაუთვლელი მაგრამ, როგორც ჩანს ნელ-ნელა ყალიბდება პოსტსაბჭოთა სომხეთში.
XS
SM
MD
LG