ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის ქუჩებში დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა


ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაცია
ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაცია

ამერიკის დედაქალაქში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აპროტესტებენ. პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა. დემონსტრაციები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და ინაუგურაციის აღლუმიდან რამდენიმე კვარტალის მოშორებით მიმდინარეობს.

აქციები ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო და მის მიერ ფიცის დადების შემდეგ გაგრძელდა. გამოსვლებში მონაწილეობა დაახლოებით 1000-მა ადამიანმა მიიღო. პოლიციის განცხადებით, პროტესტანტებმა ქუჩაში მანქანები და შენობები დააზიანეს და რამდენიმე შემთხვევაში ცეცხლი დაანთეს.

საპასუხოდ, ადგილზე ვაშინგტონის პოლიციაა მობილიზებული. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, რამდენიმე დაშავებული პოლიციელი სავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე შემთხვევაში, დაახლოებით 500-მდე აირწინაღიანმა ადამიანმა, ქალაქის შუაგულში „ამერიკის ბანკის“ და „მაკდონალდსის“ ოფისების ფანჯრები დაამტვრია. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

XS
SM
MD
LG