ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკვე მესამე დღეა ამერიკის ქალაქებში ათი ათასობით ადამიანი დონალდ ტრამპის 45-ე პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებს.

საპროტესტო აქციებს ტვიტერზე გამოეხმაურა არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი თქმით არჩევნებში წარმატებული გამარჯვების შემდეგ "მედიის მიერ წაქეზებული დემონსტრანტები აქციებს მართავენ, რაც უსამართლობაა."

საპროტესტო აქციები გაიმართა ორეგონში, ჩიკაგოში, ფილადელფიაში, მინიაპოლისში, სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკში, დენვერსა და სხვა მსხვილ ქალაქებში.

დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით “ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი არ არის.” ნიუ-იორკში ტრამპის სასტუმროსთან შეკრებილებს შორის იყო მომღერალი ლედი გაგა, ჰილარი კლინტონის საარჩევნო ლოზუნგით ხელში - “სიყვარული ამარცხებს სიძულვილს.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG