ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე, განგაში გამოცხადდა, რომელიც 11 საათისთვის მოიხსნა.

განგაში შესაძლო აქტიურ მსროლელს უკავშრდებოდა. კარანტინის გამოცხადების დროისთვის, შეიარაღებულმა ადამიანმა ბაზაზე ცეცხლი გახსნა.

ოფიციალურმა პირებმა პერსონალს ტვიტერზე გავრცელებული მესიჯების საშუალებით გააგებინეს შესაძლო თავდამსხმელის ბაზის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ.

საგანგებო და სამაშველო სამსახურები ინციდენტის ადგილზე არიან მობილიზებული.

ენდრიუს გაერთიანებულ ბაზაზე ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავია (Air Force One) ბაზირებული.

XS
SM
MD
LG