ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპო შეტევების ეპიცენტრში


დღეს დილით, ალეპოს პროვინციაში, სირიის სამთავრობო ძალებმა სამხედრო შეტევა დაიწყო. ეს სირიის მთავრობის მიერ ტერიტორიის დაბრუნების უახლესი მცდელობაა იმ დროს, როცა სამთავრობო ჯარები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს და მთავრობის მოწინააღმდეგე ჯგუფებს ერთდროულად ებრძვის.

სააგენტო „ინტერფაქსის ცნობით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმებმა სირიის არმიას მთელს ქვეყანაში შეტევაზე გადასვლის საშუალება მისცა.

სირიის და რუსეთის მედია იტყობინება, რომ სამთავრობო ჯარებმა სხვადასხვა პროვინციაში რამდენიმე ქალაქი დაიბრუნა, მათ შორის, ლატაკია, ალეპო, იდლიბი, ჰამა და ჰომსი.

XS
SM
MD
LG