ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოდან ევაკუაციის დასრულება ცუდმა ამინდმა შეანელა


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ, ალეპოდან და ამბოხებულთა ალყაში მოქცეული, იდლიბის პროვინციის ორი სოფლიდან ევაკუაციის მოლოდინში მყოფი ათასობით სირიელის ამ ადგილებიდან გაყვანა, მთელი დღის განმავლობაში და ღამითაც გაგრძელდება, მაგრამ კომიტეტი ამბობს, რომ ცუდი ამინდი ამ პროცესს ანელებს.

წითელი ჯვარი ევაკუაციას ეხმარება და მათი განცხადებით, ხუთშაბათისთვის აღმოსავლეთი ალეპო, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობის მოსურნე ამბოხებულებს ოთხი წლის განმავლობაში ეკავათ, 34-მა ათასმა ადამიანმა დატოვა. ამ რიცხვში 4 ათასი მებრძოლიც შედის, რომლებმაც ქალაქი ღამის განმავლობაში დატოვეს.

ასობით ადამიანმა იდლიბის პროვინციის სოფლები, ფოუა და კეფრაია დატოვა. ამ სოფლებიდან ევაკუაციის საკითხი, შეთანხმებაში მთავრობის დაჟინებული მოთხოვნის გამო შევიდა.

XS
SM
MD
LG