ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ ალეპოში ორ უმსხვილეს საავადმყოფოზე საჰაერო იერიში განხორციელდა. დაბომბვის შედეგად საავადმყოფოებში მომსახურების მიწოდება დროებით შეწყდა. შედეგად, ალეპოში სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა კიდევ უფრო შეიზღუდა.

საავადმყოფოები M2 და M10 ალეპოს იმ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოწინაღმდეგე მებრძოლები აკონტროლებენ.

სირიის შეიარაღებულმა ძალებმა კვირის დასაწყისში ალეპოზე ახალი იერიშების სერია დაიწყო ქალაქზე კონტროლის დასაწესებლად. ამ გადაწყვეტილებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, რომლის მთავარი მიზანიც ალეპოში ჰუმანიტარული ტვირთის მიტანა იყო.

XS
SM
MD
LG