ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ ალეპოში სულ მცირე 70 ადამიანს სასუნთქი გზების მკურნალობა დასჭირდა, მას შემდეგ რაც სირიის სამთავრობო ძალებმა ქლორინის გაზი გამოიყენეს.

სირიის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი აცხადებს, რომ ალ-შუკარის უბანში ვერტმფრენებმა რამდენიმე ბარელი ქლორინის შემცველი რამდენიმე კასრი ჩამოაგდეს.

კასრების ჩამოგდებას ადასტურებს ბრიტანეთში ბაზირებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია, თუმცა ორგანიზაცია აქამდე ვერ ადასტურებს მოიცავდა თუ არა კასრები ქლორინს.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის მთავრობას და მეამბოხე ძალებს ერთმანეთი არა ერთხელ დაუდანაშაულებიათ.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად სირიაში ქიმიური იარაღი წარსულში როგორც მთავრობამ, ასევე დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომაც“ გამოიყენეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG