ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს


მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რაც ხელს უწყობს მრავალი დაავადების განვითარებას - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურება, ძირითადად, დიდი ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა გასაკვირად მაღალია დაბინძურების მაჩვენებელი ქალაქგარე დასახლებებშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ჰაერის დაბინძურებას გავლენა მოსახლოების, დაახლოებით, 92 პროცენტზე აქვს. დაბინძურებული ჰაერი კი წელიწადში 6 მილიონამდე ადამიანის გარდაცვალებას უწყობს ხელს. სიკვდილიანობის 90 პროცენტი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის.

XS
SM
MD
LG