ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მიზანი: „შიდსისგან თავისუფალი თაობა“

ვაშინგტონში სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იხსნება, რომელიც შიდსთან ბრძოლას ეძღვნება. ღონისძიებას, პოლიტიკოსები, დიპლომატები და სხვა სფეროებში მოღვაწე გამოჩენილი პირები ესწრებიან. გუშინ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა მოწოდებულია შექმნას შიდსისგან თავისუფალი თაობა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე განახორციელა ინვესტიციები აფრიკასა და სხვა კონტინენტებზე, რისი შედეგიც არის დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემის პრევენცია. ჰილარი კლინტონმა ასევ აღნიშნა, რომ ვირუსის შეკავებას აფრიკაში ხელი შეუწყო მამაკაცთა წინადაცვეთის პროგრამებმაც.
XS
SM
MD
LG